სახის საუკეთესო ნიღაბი ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად: შედეგი გარანტირებულია

გლიცერინი და Е ვიტამინი – სახის კანისა და ხელებისთვის ამაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. ის აახალგაზრდავებს, აქრობს პატარა ნაოჭებს, კანი გლუვი და ხავერდოვანი ხდება.
Sputnik

გლიცერინი და Е ვიტამინი სახისთვის ყოველდღე უნდა გამოიყენოთ.

Е ვიტამინი, ანუ ტოკოფეროლი ვიტამინებს შორის პირველი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანს სიჯანსაღეს ანიჭებს, ეწინააღმდეგება ასაკობრივ ცვლილებებს. Е ვიტამინი მრავალ კოსმეტიკურ საშუალებაში ძირითად კომპონენტს წარმოადგენს.

წაიკითხეთ აქ: თუ გსურთ დაზოგოთ თანხა და თან ჯანმრთელობა და სილამაზე შეინარჩუნოთ

მას შემდეგი თვისებები ახასიათებს:

  • აჩქარებს რეგენერაციას
  • ანელებს დაბერებას
  • ასტიმულირებს ესტროგენის (ე.წ. ქალური ჰორმონის) გამომუშავებას
  • უზრუნველყოფს წყალ-ლიპიდური ბალანსის დაცვას
  • ხსნის შეშუპებას
  • კურნავს გამონაყარს (აკნე)
  • აშორებს ჭორფლს, ლაქებს, სტრიებს
  • ორგანიზმს ეხმარება А ვიტამინის ათვისებაში.
სახის საუკეთესო ნიღაბი ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად: შედეგი გარანტირებულია

Е ვიტამინის მიღება შესაძლებელია როგორც აბების (მისი სადღეღამისო ნორმაა 15 მგ), ასევე თხევადი სახით. სახის კანისთვის ორივე სითხეს (Е ვიტამინის და გლიცერინის) თანაბარი რაოდენობით ურევენ ერთმანეთში და ისვამენ ძილის წინ. ის მალე შეიწოვება და შედეგიც არ აყოვნებს. პატარა ნაოჭები ქრება, ხოლო კანი გლუვი, თანაბარი და ხავერდოვანი ხდება.