ახალი სატელევიზიო სეზონიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ ეთერში აღარ გავა. ამის შესახებ ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ნანუკა „ფეისბუქზე“ წერს, ახალი სეზონიდან ახალი გადაცემით დაუბრუნდება მაყურებელს და, ამ დროის გეგმებით, მისი გადაცემა ისევ „რუსთავი 2“-ზე იქნება, „ხოლო თუ რაიმე შეიცვლება, ყოველთვის ნახავს ადგილს მაყურებელთან შესახვედრად“.
„ახალი გადაცემა იქნება სოციალური თოქ-შოუ. ექნება სხვა სახელი, იქნება პირდაპირი ეთერი. იქნება იგივე წამყვანი-იგივე ენერგიით“, – წერია პოსტში.
ტელეწამყვანის თქმით, “ნანუკას შოუ” ოქტომბერში 10 წლის ხდება და სწორედ ამიტომ ემშვიდობება ეს გადაცემა მაყურებელს.