თუ ავსტრიაში დასაქმება გადაწყვიტეთ – პრაქტიკული რჩევები

მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება ერთი ქვეყნიდან მეორეში უკეთესი სამუშაოს მოსაძებნად.
Sputnik

სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მთავარ გამოსავლად შრომითი მიგრაცია რჩება. ასეთი ქვეყნების რიგებშია საქართველოც შრომითი მიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი უმუშევრობაა, რომელიც საქართველოში დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

ამჟამად საქართველოდან ემიგრაციაში ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან, რადგანაც მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი, უკეთესი სამუშაო გარემო, ადამიანების უფლებების დაცვის მეტი გარანტია.

როგორ დავსაქმდეთ პოლონეთში: პრაქტიკული რჩევები

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ, როგორია ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის – ავსტრიის დასაქმების პოლიტიკა და როგორ მოახერხოთ, ლეგალური გზებით იპოვოთ იქ თქვენთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო.

ავსტრია ეკონომიკურად საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოა, შესაბამისად, საკმაოდ დაბალია უმუშევრობის დონეც (5.5%).

ბოლო წლებში ავსტრიისათვის მნიშვნელოვან პრობლემას მოსახლეობის დაბერება წარმოადგენს. თუმცა, ამის მიუხედავად, შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მიწოდება არ შემცირებულა. ამის ძირითადი მიზეზი კი ისაა, რომ გაიზარდა ქალების, ხანდაზმულებისა და მიგრანტების დასაქმების მაჩვენებელი.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში შრომის ბაზარზე დეფიციტის შემთხვევაში პირველ რიგში ადგილობრივ მუშახელს გადაამზადებენ, ხოლო თუ საკუთარი ძალებით ვერ მოხერხდა არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, მხოლოდ შემდეგ მიმართავენ მესამე ქვეყნებს.

ციფრებს აცდენილი რეალობა... ვინ როგორ ითვლის უმუშევრობას?

ავსტრიაში მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის არსებობს ე.წ. „წითელ-თეთრ-წითელი“ ბარათი, რომელიც მაღალკვალიფიციურ და კვალიფიციურ მუშებს მუშაობის უფლებას აძლევს.

მოთხოვნა მიგრანტ მუშახელზე ავსტრიაში:

ავსტრიაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე პირველ რიგში ადგილობრივი სამუშაო ძალა განიხილება, შემდეგ ევროკავშირის ზონის და ბოლოს – მესამე ქვეყნის მოქალაქე.

ისევე, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, ავსტრიაშიც მოქმედებს ე.წ. შრომის ბაზრის ტესტი, რომლის მიხედვით, თუ დამსაქმებელს მესამე ქვეყნის მოქალაქის დაქირავება სურს, ის ვალდებულია აცნობოს ადგილობრივ დასაქმების სამსახურს, რომელიც ვაკანსიას გამოაქვეყნებს თავის ვებ-პორტალზე. თუ აღნიშნულ პოზიციაზე ვერ მოხერხდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრის პოვნა ავსტრიაში, მაშინ დასაქმების სააგენტო თანხმდება შრომისა და ბინადრობის ნებართვა გასცეს მესამე ქვეყნის მოქალაქეზე.

როგორ დავსაქმდეთ ესპანეთში: პრაქტიკული რჩევები

შრომის ბაზრის ტესტის გარდა, მნიშვნელოვანია ქულების სისტემაც. 2013 წელს ძალაში შევიდა ე.წ. „წითელ-თეთრ-წითელი“ ბარათი, რომელიც საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს მესამე ქვეყნის მოქალაქეს.

იმისათვის, რომ მიიღოთ „წითელ-თეთრ-წითელი“ ბარათი, უნდა შეავსოთ სპეციალური კითხვარი, სადაც მიიღებთ ქულებს სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით, მაგალითად, ასაკი (უპირატესობა ენიჭებათ ახალგაზრდებს), განათლება, კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება, გერმანული ენის ცოდნა და სხვ.

აღნიშნული ბარათის მიღების შემთხვევაში თქვენ ავსტრიაში მუშაობის უფლება ორი წლის ვადით მოგეცემათ (შესაძლებელია ვადის გახანგრძლივება). გაითვალისწინეთ, „წითელ-თეთრ-წითელი“ ბარათი განკუთვნილია მხოლოდ მაღალკვალიფიციური და კვალიფიციური სამუშაო ძალისთვის.

ბოლო წლებში ავსტრიის შრომის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა მეტალურგიის, მშენებლობის, მანქანათმშენებლობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, აგრარულ და ხანდაზმულთა/პაციენტთა მოვლის სფეროებში არსებობს.

ლეგალურად დასაქმება შვედეთში: პრაქტიკული რჩევები

მიგრანტი მუშახელის დასაქმება ავსტრიაში – პრაქტიკული რჩევები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მესამე ქვეყნის მოქალაქისთვის ავსტრიაში შრომისა და ცხოვრებისათვის საჭიროა სპეციალური ნებართვა – ე.წ. „წითელ-თეთრ-წითელი“ ბარათი.

აღნიშნულ ბარათზე განაცხადის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ თქვენი პროფესია დეფიციტური საქმიანობების სიაშია, ხოლო თუ მაღალკვალიფიციურ მუშახელი ხართ, ნებისმიერი ვაკანსიის შემთხვევაში.

ბარათზე განაცხადი კეთდება ავსტრიის დიპლომატიურ მისიებში (საელჩოები, საკონსულოები).

განაცხადის გაკეთების დროს შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ:

 - პასპორტი

- დაბადების მოწმობა

- ფოტოსურათი

- ინფორმაცია საცხოვრებელი ადგილის შესახებ

- ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი

როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? – პრაქტიკული რჩევები

- არსებობისთვის საჭირო შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი კონტრაქტი, საბანკო ამონაწერი და სხვ.)

- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია

- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია

- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

აღსანიშნავია, რომ დაინტერესების შემთხევაში თქვენ შეგიძლიათ ტესტი გაიაროთ ონლაინ (https://www.migration.gv.at/en/service-and-links/points-calculator/), რომელიც გიჩვენებთ დაახლოებით რამდენ ქულას დააგროვებდით ავსტრიაში ქულებით შეფასების დროს.