ვარსკვლავების მოყვარულთათვის: თბილისში ასტრონომიის საღამო გაიმართება

თუ ცუდი ამინდი იქნება, საღამოს სხვა დროისთვის გადაიტანენ.
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. რიყის პარკში 10 აგვისტოს ასტრონომიის საღამო გაიმართება, რომელზე დასწრებაც არა მხოლოდ პროფესიონალებს, არამედ მოყვარულებსაც შეუძლიათ.

„ვერსად დაემალებით“ - ქართველი ასტრონომი მაგნიტური ქარიშხლების შესახებ

ასტრონომიის კლუბი მსურველებს იწვევს საღამოზე, სადაც თითოეულს შეუძლია დააკვირდეს ვარსკვლავებსა და პლანეტებს.

„ვისაც სურვილი გექნებათ და მოგეპოვებათ ტელესკოპი ან რამე სხვა ტექნიკა, რომელიც გამოგვადგება დაკვირვებისთვის, გთხოვთ, წამოიღოთ. დაკვირვებების გარდა შეგვიძლია ვისაუბროთ ასტრონომიაზე, კოსმოლოგიაზე და, ზოგადად, მეცნიერებაზე", – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ისინი აფრთხილებენ სტუმრებს, რომ თუ ცუდი ამინდი იქნება, საღამოს სხვა დროისთვის გადაიტანენ.

ასტრონომიის საღამო რიყის პარკში, შადრევანთან 21:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.