ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

რუსეთში გორბაჩოვის დროს გაუქმებული სამხედრო შენაერთების აღდგენას იწყებენ

ექსპერტების შეფასებით, პონტონური და სარემონტო-აღდგენითი შენაერთებისა და ბატალიონების გაუქმება შეცდომა იყო და „კონკრეტული პოლიტიკური ვითარებით“ იყო ნაკარნახევი.
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იწყებს იმ შენაერთების აღდგენას შეიარაღებულ ძალებში, რომლებიც წარსულში გაუქმდა, აცხადებს გენერალ-მაიორი ანდრეი კოლოტოვკინი გაზეთ Красная звезда-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ქალმა სამხედრო კომისარიატის წარმომადგენელი დაკბინა

საუბარია პონტონურ პოლკებსა (რომელსაც მდინარეებზე გადასასვლელის მოწყობა, პონტონის ხიდების გადება და სხვ. ევალება) და ცალკეულ სარემონტო-აღდგენით ბატალიონებზე. 

კოლოტოვკინის თქმით, არმიაში წელს უკვე ჩამოყალიბდა საკუთარი სარემონტო ბატალიონი, რაც სასწავლო-საბრძოლო დავალებების შესრულებისას შენაერთის ტექნიკურ შესაძლებლობებს გაზრდის.

„საბრძოლო ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვედანაყოფის ყოლა, რომელიც, მაგალითად, სწრაფად შეძლებს მწყობრში დააბრუნოს დაზიანებული ტანკი“, – აღნიშნა გენერალ-მაიორმა.

კოლოტოვკინის თქმით, არმიაში ცოტა ხნის წინ ასევე გაჩნდა საინჟინრო პოლკი, რომელსაც უკვე აქვს პონტონური პარკი, რაც ერთ საათში 250-მეტრიანი ხიდის აგების საშუალებას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ პონტონური შენაერთები რუსეთში ჯერ კიდევ მიხაილ გორბაჩოვის მმართველობის დროს, 1989 წელს გაუქმდა, ხოლო სარემონტო-აღდგენითი ბატალიონები — 2008 წელს, როდესაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი იყო.

ექსპერტების შეფასებით, ზემოთ აღნიშნული შენაერთებისა და ბატალიონების გაუქმება შეცდომა იყო და „კონკრეტული პოლიტიკური ვითარებით“ იყო ნაკარნახევი.