ყვითელი ამბები

რა უფრო გაგიხარდა - სწავლის დასრულება თუ მის საქართველო?- ონაშვილმა უნივერსიტეტი დაამთავრა

ირინა ონაშვილი საზოგადოების გაკვირვებას აგრძელებს. 2003 წელს მოპოვებულმა აღიარებამ წარმატებული მოდელი შეაჩერა და ახალი მწვერვალების შემართების დაპყრობა განაგრძო. ამჯერად, ყველა სტუდენტობით გააკვირვა და უნივერსიტეტის დამთავრება თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელით გაუზიარა.
Sputnik

მშვენიერი მოდელი უკვე მრავალი წელია იმ ქალებს შორისაა, რომელთა სილამაზეს ყველა ერთხმად აღიარებს. კარიერის დასაწყისში მისი გარეგნობა რეჟისორების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და რამდენიმე სარეკლამო ვიდეორგოლსა და კლიპშიც გადაიღეს. საზოგადოების აღიარება კი „მის საქართველო 2003“-ის ტიტულმა „მის ტალანტმა“ მოუტანა.

16 წლის წინ დაწყებული კარიერა დღემდე წარმატებით ვითარდება. წელს ირინამ კავკასიის უნივერსიტეტში სადიპლომო ნაშრომი წარმატებით დაიცვა და, მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო კარიერაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, არ მოდუნდა და სწავლა სხვა სპეციალობით  განაგრძო. ამის შესახებ კი საკუთარ Instagram-ზე დაწერა: „ტუჩები ცოტა კი მოვიჭამე, მაგრამ მე ეს შევძელი! სადიპლომო ნაშრომი დაცულია“.

აღმოჩნდა, რომ ირინა ონაშვილი მაგისტრატურაზე სწავლობს. 19 ივლისს ვიდეო ატვირთა, რომელზეც დიპლომის გადაცემის ცერემონიაა გადაღებული. გამოქვეყნებულმა ვიდეომ უამრავი დადებითი ემოცია გამოიწვია. კომენტარებში კეთილი სურვილები და პოზიტიური მილოცვა ჯერ კიდევ არ წყდება.

გაზიარებულ ვიდეოზე კითხვები არ წყდებოდა - თუ რომელ ფაკულტეტს ან სპეციალობას მიანიჭა უპირატესობა. მოგვიანებით, ფოტოც გაასაჯაროვა წარწერით „Master of Social Sciences - სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი", რითაც ფანებს დამატებითი სასიხარულო ინფორმაცია მიაწოდა.

34 წლის მოდელი ახალი თაობისთვის დიდი მაგალითია. მისი თვალისმომჭრელი სილამაზე გულგრილს არავის ტოვებს. ამ უკანასკნელი ნაბიჯით კი ყველას მოტივაციას ჰმატებს, რომ სწავლა გვიან არასდროს არ არის...