ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში 229 აბი „სუბოტექსი“ ამოიღეს

უწყების ცნობით აზერბაიჯანის მოქალაქე, 30 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2015 წლიდან იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.