ნატა პატარაია
ეროვნული ვალუტის ასეთი სწრაფი ტემპით გაუფასურებამ ბიზნეს სექტორს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილის ლევან კალანდაძის განცხადებით ლარის დევალვაცია დღეს ქართული ბიზნესისთვის ყველაზე აქტუალური თემა გახდა .
„ყველა ბიზნესი დღეს ნომერ პირველ პრობლემად ლარს ასახელებს.უკვე აღარ არის საუბარი არც რეგულაციების გავლენაზე, არც ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ან სახელმწიფოს გაჭიანურებულ გადაწყვეტილებებზე. ის რაც ჯერ კიდევ რაღაც ორი-სამი თვის წინ აქტუალური იყო, ლარმა დღეს ის მეორეხარისხოვნად აქცია“–განაცხადა ლევან კალანდაძემ Sputnik საქართველოსთან საუბრისას.
მისი თქმით, მოცემულ მომენტში ბიზნესი მთავრობისგან და პირველ რიგში ეროვნული ბანკისგან უფრო საქმიან და კონკრეტულ კომუნიკაციას ელოდება.
„როდესაც ვამბობთ, რომ ლარის კურსის ფორმირებაში მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი მოლოდინებია, ამ მოლოდინებს მართვა სჭირდება, თუ ვერ ვმართავთ, ეს ნიშნავს, რომ ხარვეზიანი პოლიტიკა გვაქვს“–აღნიშნა ლევან კალანდაძემ
ბიზნესომბუდსმენის მოადგილის განცხადებით, მართალია ქვეყანაში ლარის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს და ეროვნულ ბანკსაც თავისი მარეგულირებელი კანონი და ჩარჩოები აქვს, საიდანაც არ უნდა გავიდეს, თუმცა ქვეყანას სწრაფი გადაწყვეტილებები სჭირდება.
ანალიტიკოსი მერაბ ჯანიშვილი კი მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე ეროვნულ ვალუტაზე პასუხისმგებელობა არც ერთ უწყებას არ ეკისრება, მაშინ ის დროა საქართველომ გადახდის საშუალებად ევრო შემოიღოს.
„თუ ეროვნული ვალუტის კურსის დადგენა არავის პასუხისმგებლობა არ არის, მაშინ რად გვინდა საერთოდ ეროვნული ვალუტა? გადავიდეთ ევროზე და არც ამხელა– 110 კაციანი ეროვნული ბანკი დაგვჭირდება, თუ ის მხოლოდ ინფლაციაზეა პასუხისმგებელი“–აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა Sputnik -საქართველოსთან საუბრისას.
რაც შეეხება ბიზნესს, ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული რისკები ბევრმა ბიზნესმა უკვე გაითვალისწინა და ასახა კიდეც უკვე პროდუქციის ან მომსახურებსი ფასში, თუმცა შესაძლებებლი იყო, რომ აქამდე საქმე არ მისულიყო.
„ჩემი აზრით. ლარი არ უნდა გაუფასურებულიყო რადგან ამის არანაირი მიზეზი არ არსებობდა. არც პანიკის საფუძველი იყო. მაგრამ შექმნეს ეს პანიკა და უყურებენ გარედან. ეროვნულ ბანკს რომ ცოტა ხელი გაენძრია, ლარი 2, 94 ნიშნულს არ მიაღწევდა“ –აღნიშნა ანალიტიკოსმა.
მერაბ ჯანიაშვილის ვარაუდით, ლარმა გაუფასურება რომც განაგრძოს, არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე ერთი დოლარის ფასი სამი ლარზე მეტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს.
ანალიტიკოსი ემზარ ჯგერენაია კი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება მსოფლიო ტენდენციებით არის განპირობებული.
„დოლარი ბოლო წლებში არნახულად მყარდება მსოფლიო ვალუტების მიმართ და სანამ ეს პროცესი გაგრძელდება, ლარის გამყარებას არ ველოდები“– აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ.
თუმცა, რა მიზეზებითაც არ უნდა ეცემოდეს ლარი,, ბიზნესიც და ანალიტიკოსების ნაწილიც მთავრობისგან და ცენტრალური ბანკისგან შესაბამის ზომების მიღებას ელოდება.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკვე გამოეხმმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
„ვფიქრობ, რომ უნდა დაიგეგმოს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ინსტრუმენტების გამოყენება და ეს არის მომენტი, როდესაც ჩარევა სასურველია. ბუნებრივია, ეს დასაბუთებული, დაგეგმილი ინტერვენციები მოხდება და სახელმწიფო გამოიყენებს თავის ინსტრუმენტებს,“ –აღნიშნა პარლამეტის თავმჯდომარემ.
ეროვნული ვალუტა წლის დასაწყისიდან უკვე 19 პროცენტით გაუფასურდა. თუ 2018 წლის ბოლოს ლარის გაცვლითი კურსი ერთი აშშ დოლარის მიმართ 2.44 –ს შეადგენდა. დღევანდელი მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი უკვე 2.90–ს