ტრაგედია თუშეთში: ავარიას სავარაუდოდ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

სამი ადამიანი მაშველებმა გადაარჩინეს და ისინი გადაყვანილები არიან თელავის ჰოსპიტალში
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. თუშეთის გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად სავარაუსოს 5 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან ორი არასრულწლოვანია, კიდევ რამდენიმეს ხევში ეძებენ, იუწყება პირველი არხი.

თუშეთში სატვირთო მანქანა ხევში მგზავრებიანად ჩავარდა: მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია

ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე, გზის 23-ე კილომეტრზე სატრვირთო ავტომობილი დიდი სიმაღლიდან გადავარდა. წინასწარი მონაცემებით, სატვირთო მანქანაზე 13 ადამიანი იმყოფებოდა, 5-მა გადმოხტომა მოასწრო, დანარჩენები კი ხევში მანქანამ ჩაიყოლა. 

სამი ადამიანი მაშველებმა გადაარჩინეს და ისინი თელავის ჰოსპიტალში გადიყვანეს. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.

სატვირთო მანქანაზე მსხდომი ადამიანები ქვემო ალვანიდან არიან. ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებლად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ.

ადგილზე კახეთის გუნერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი იმყოფება. მიმდინარეობს აქტიური სამძებრო და სამაშველო სამუშაოები.