თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საბურთალოზე 30 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და რვა საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ამოიღო>>
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას.