„თბილისს აქვს არაჩვეულებრივი სუნი საღამოს და ადრე. მე მახსოვს პირველ წლებში, როცა მანქანები არ დადიოდნენ და ფეხით გვიწევდა ყველგან სიარული, ღამღამობით ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდიოდით. ყველას ნახვა გვინდოდა ერთდროულად“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განმარტებით, მისი ახალგაზრდობის თბილისს ჰქონდა მძიმე პირობები და თან ახლდა სირთულეები, თუმცა მაინც ჰქონდა ის თავისებურება, რაც შეგაყვარებდა თბილისს.