ცნობილია, ვინ შეცვლის ნანა ლეჟავას

ტელეკომპანია „იმედში“ მორიგი საკადრო ცვლილებებია – საინფორმაციო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვების მთავარ რედაქტორად ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე დაინიშნა, ინფორმაციას ქართულ მასმედიასთან არხის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცხვიტავა ადასტურებს.

ტელეკომპანია „იმედს“ ახალი დირექტორი ჰყავს

ირაკლი ჩიხლაძე „იმედზე“ გადაცემების “პირისპირ” და “იმედის კვირის” წამყვანია.

არხის საინფორმაციო სამსახურს აქამდე ტელეწამყვანი ნანა ლეჟავა ხელმძღვანელობდა. ინფორმაცია ლეჟავას მიერ ამ თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ, 24 ივლისს დადასტურდა.

„Sputnik-საქართველომ“ გაარკვია, რომ ნანა ლეჟავა ამიერიდან თოქ-შოუებს უხელმძღვანელებს, მის ნაცვლად კი „ქრონიკას“ ხატია ქვათაძე და თამთა გაზაშვილი წაიყვანენ.

ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობაც შეიცვალა – აღმასრულებელ დირექტორად ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა, გენერალურ დირექტორად კი ელდარ მდინარაძე დაინიშნენ.