მსოფლიო დღეს

გარდაიცვალა ტუნისის პრეზიდენტი

ას-სებსიმ ბოლო თვეების განმავლობაში მედიკოსებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა.
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. გარდაიცვალა ტუნისის პრეზიდენტი ას-ბაჯი ჰაიდ ას-სებსი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

პოლიტიკოსი ხუთშაბათს, დილით ტუნისში, სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ის 93 წლისა იყო.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უფროსი იუკია ამანო გარდაიცვალა

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი საავადმყოფოში მოათავსეს.

ას-სებსი სწავლობდა პარიზში, შემდეგ მუშაობდა ადვოკატად.

ტუნისის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გახდა პრემიერის მრჩეველი. შემდეგ ეკავა სხვადასხვა თანამდებობა.

პრეზიდენტის პოსტი 2014 წელს დაიკავა და ზიმბაბვეს მეთაურის რობერტ მუგაბეს შემდეგ მეორე ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდა.