შტორმი ზღვაზე და მეწყერი - უახლოესი დღეების პროგნოზი საქართველოში

დასავლეთ საქართველოში პარასკევს დილამდე ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
Sputnik

თბილისის, 25 ივლისი - Sputnik. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უახლოეს დღეებში ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

საქართველოს ზღვისპირეთში 4-5 ბალის შტორმია მოსალოდნელი, ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პარასკევს დილამდე დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, ხოლო ჩრდილოეთში, მთიან რაიონებში ძლიერი ქარი დაუბერავს. ძლიერმა ნალექმა შეიძლება გამოიწვიოს პატარა მდინარეების ადიდება, ასევე მეწყრულ-ღვარცოფული ნაკადები მთაში.