რატომ აქვს საიდუმლოს ყურის ფორმა, ანუ დაისვენეთ უსაქმურობისგან

დროდადრო უსაქმურობისგან დასვენება აუცილებელია.
Sputnik

აზრების ფოიერვერკი" გთავაზობთ ჟან კოქტოს გამონათქვამებს.

ჟან კოქტო (ჟან მორის ეჟენ კლემან კოქტო. Jean Cocteau, 1889–1963) ფრანგი მწერალი, პოეტი, დარამატურგი, მხატვარი, სცენარისტი, კინორეჟისორი. მეოცე საუკუნის ერთ–ერთი დიდი ფიგურა ფრანგულ კულტურაში.

როგორ მოვარჯულოთ სიყვარული...

მის კალამს ეკუთვნის ლექსების კრებულები, რომანები, ფსიქოლოგიური დრამები, მონოდრამა, პიესები, კინოსცენარები, ესეები თანამედროვე მუსიკის, მხატვრობის, ლიტერატურის შესახებ. არის რეჟისორი და სცენარისტი ფილმებისა „პოეტის სისხლი", „მზეთუნახავი და ურჩხული", „აუტანელი მშობლები", „ვილა სანტო–სოსპირი", „ორფევსის ანდერძი" და სხვ.

აღსანიშნავია, რომ მისი რომანი „საშინელი ბავშვები" ეკრანიზებული იყო მელვილის მიერ 1950 წელს. მოგვიანებით ის გადაამუშავა გილბერტ ადერმა და ბერნარდო ბერტოლუჩიმ გადაიღო ფილმი „მეოცნებენი" (2003 წელს). მისი პიესა „ორთავიანი არწივი" დაედო საფუძვლად მიქელანჯელო ანტონიონის „ობერვალდის საიდუმლოს", ხოლო პედრო ალმოდოვარის ფილმში „სურვილის კანონი" ნაჩვენებია კოქტოს პიესის „ადამიანის ხმა" დადგმა.

ჟან კოქტო ბისექსუალი იყო, რასაც არასდროს უარყოფდა. 1932–1934 წლებში ცხოვრობდა რუს თავადთან, მსახიობ ნატალია პალეისთან. 1937 წლიდან სიკვდილამდე მისი ცხოვრების მეგზური ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან მარე გახლდათ.