„საბურთალო“ უეფას ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში დამარცხდა

ქართული კლუბის კარში ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ ზაგრების „დინამოსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში ანგარიშით 0:2 წააგო.

„საბურთალო“ უეფას ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში დამარცხდა

ორივე გოლი ხორვატიის კლუბის ფეხბურთელებმა შესვენების შემდეგ გაიტანეს. 67-ე წუთზე „საბურთალოს“ მცველების შეცდომის შემდეგ ანგარიში მისლავ ორსიჩმა გახსნა.

„საბურთალოს“ მწვრთნელი: ასეთ ძლიერ მეტოქესთან არასდროს გვითამაშია

„დინამოელებმა“ უპირატესობა ათ წუთში გააორმაგეს, მას შემდეგ, რაც მასპინძლის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ბრუნო პეტკოვიჩმა შეასრულა.

დამატებულ დროში დამიან კადზიორმა ომარ მიგინეიშვილის კარში მესამე გოლიც გაიტანა, თუმცა ეს გოლი არ ჩაითვალა.

საპასუხო შეხვედრა კლუბებს შორის ზაგრებში 30 ივლისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მატჩი ცარიელი ტრიბუნებით გაიმართება, რადგან უეფას გადაწყვეტილებით ორ საშინაო შეხვედრას ზაგრების გუნდი ქომაგების გარეშე გამართავს.

„საბურთალო“ უეფას ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში დამარცხდა

მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.