მსოფლიო დღეს

სისხლიანი გარჩევა სომხეთში: დაჭრილია ორი მოზარდი

გამომძიებლები იკვლევენ, თუ რა გახდა სისხლიანი კონფლიქტის მიზეზი არასრულწლოვნებს შორის.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. სომხეთის ქალაქ აბოვიანში სისხლიანი დაპირისპირების შედეგად ორი მოზარდი დაშავდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი".

სისხლიანი დაპირისპირება აჭარაში: ბათუმის ერთ-ერთ კლუბში ახალგაზრდა დაჭრეს

ინციდენტი 22 ივლისს, დაახლოებით შუაღამისას მოხდა. ურთიერთობებს ერთმანეთს შორის რამდენიმე არასრულწლოვანი არკვევდა, რომლის დროსაც 15 წლის ბიჭმა დანით კონფლიქტის ორი მონაწილე – 15 და 17 წლის ბიჭები დაჭრა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. რთული მდგომარეობის გამო მათ ჩვენება ვერ მისცეს. ექიმების დამსახურებით ახლა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წინასწარი მონაცემებით, პოლიციის განყოფილებაში უკვე მიყვანილია მოზარდი, რომელიც ჭრილობების მიყენებაშია ეჭვმიტანილი.

პოლიცია მომხდარის სხვა გარემოებებს ადგენს.