გმადლობ... განქორწინებისთვის

დაკარგვა ხშირად სულაც არაა დანაკარგი, არამედ ეს გათავისუფლებაა...
Sputnik

ჩვენ გარშემო უამრავი ახლობლისა თუ ნაცნობის ერთი შეხედვით მყარი ოჯახი ინგრევა. მიზეზი ხშირად გაურკვეველია, განსაკუთრებით, უფროსი თაობის ადამიანებისთვის: არ სცემს, ლოთი და ნარკომანი არ არის, ფული მოაქვს ოჯახში, ბავშვები უყვარს, კიდევ რა არის საჭირო?!

ორი გზა დაშორების შემდეგ: მდგომარეობიდან გამოსვლა ან თვითგვემა

განქორწინება ადამიანებში ყველაზე უარეს მხარეს წარმოაჩენს ხოლმე. ყველაზე გულუხვი შეიძლება ყველაზე ძუნწი გახდეს, ყველაზე კეთილი – სასტიკი, წყნარი – ბობოქარი, რომელიც ყველაფერს ამტვრევს გზაზე.

დღეები მდორედ მიედინება, თან – მოსაწყენად და ცუდად. დილით ამდგარი უკვე გრძნობს, რომ დაღლილია, თითქოს გალახულია ამ დღისგან. ადამიანები ძალიან იცვლებიან, გარეგნულადაც კი. ზოგი იკლებს წონაში, ზოგი – პირიქით, იმატებს, ლოყებზე სიფერმკრთალე უქრება, კარგად გამოიყურება, თითქოს ყველას ჯიბრზე.

სტრესმა ამ ადამიანებს ყველა მხრიდან დაარტყა.