სროლა „ქარვასლასთან“: ორმა პირმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ ყაჩაღობის საქმეზე დაკავებისას, ორმა პირმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, იუწყება პირველი არხი შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ხულოში თანასოფლელის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა პირებმა დღის საათებში თემქაზე სახლი დააყაჩაღეს. შსს ცოტა ხნის წინ მათ კვალზე გავიდა, რა დროსაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა.

„ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა. სავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ დაკავების დროს დამნაშავეებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში.