თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. ბაღდათის პოლიციამ კერძო პირის საკარმიდამო ნაკვეთიდან 36 ძირი კანაფი ამოიღო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1969 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა კანაფი სამ პიკაპში ჩატვირთეს და ისე გაიტანეს.
შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 265-ე მუხლით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება), რაც 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.