თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საბერძნეთში საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზი გაიხსნა მიწისძვრასთან დაკავშირებით, რომელიც ათენთან ახლოს პარასკევს მოხდა, ნათქვამია საელჩოს ოფიციალურ Facebook–გვერდზე.
ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) განცხადებით, 5,3 მატნიტუდის მიწისძვრა საბერძნეთში ათენთან ახლოს მოხდა. მასმედიის საშუალებების ინფორმაციით, ათენის მოსახლეობა მიწისძვრის გამო შენობებიდან ქუჩებში გამორბოდა.
„საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შესაძლოა ესაჭიროებოდეთ საქართველოს საელჩოს დახმარება, დღეს, საბერძნეთის დროით 14:30 საათზე, ათენიდან 23 კილომეტრში რიხტერის შკალით 5,3 მიწისძვრის შედეგად, შეგახსენებთ, რომ 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს საელჩოს ცხელი ხაზი +30 699 577 97 93“, – აღნიშნულია განცხადებაში.