თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ქობულეთში დააკავეს ექიმი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების შესაძენად ყალბ რეცეპტებს ამზადებდა, იუწყება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
დაკავებული მოქმედი ექიმია და ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს.
თვითმხილველების განცხადებით, სამართალდამცველებმა ის აღმაშენებლის ქუჩაზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს. გამოძიება კი სსკ-ის 267-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღებას გულისხმობს.