„გეგონება მთელი ცხოვრება საჭესთან ზისო...“ – გოგა ჩანადირი ქალი მძღოლის ფოტოებს აქვეყნებს

მადონა დალაქიშვილი ორი წელია ავტობუსის მძღოლია
Sputnik

ცნობილი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ლურჯი ავტობუსის ქალი მძღოლის ფოტოებს აქვეყნებს და მას საზოგადოებას აცნობს. როგორც ფოტოგრაფი წერს, მადონა დალაქიშვილი ორი წელია რაც ავტობუსს მართავს.

„მადონა ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელიც დარწმუნებულია, რომ ქალს უამრავი პროფესიის ათვისება შეუძლია და მიიჩნევს, რომ ე.წ მამაკაცური სამსახური სტერეოტიპია. წარმატებები ახალგაზრდა მძღოლს“, - წერს გოჩა ჩანადირი.

რამდენი ქალი მძღოლია საქართველოში

თბილისში სხვადასხვა მარშრუტით ყოველდღიურად 600-ზე მეტი ავტობუსი მოძრაობს, და ქალი–მძღოლი მხოლოდ ათამდე ავტობუსის საჭესთან ზის. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციას სთავაზობს. სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით განხორციელდება. პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.