Adjara Fashion Week 2019: ბათუმი მოდური ჩვენებისთვის ემზადება

Adjara Fashion Week-ის მიზანი აჭარაში კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს, ყაზახეთისა და ევროპის ქვეყნების დიზაინერები აჭარის მოდის კვირეულში (Adjara Fashion Week, AFW) მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ბათუმში 26-28 ივლისის პერიოდში გაიმართება.

ყოველ ზაფხულს აჭარის დედაქალაქი მოდის მიმდევრებს როგორც ადგილობრივი ქართველი, ისე უცხოელი დიზაინერებისა და ბრენდების ახალ კოლექციებს სთავაზობს.

ვინ არის ქართველი დიზაინერი, რომლის კაბითაც ლედი გაგა გამოჩნდა

წელს Adjara Fashion Week-ის დეფილე სამ ლოკაციაზე გაიმართება: Grand Hotel Batumi Black Sea, Palm Apartments-ი და ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.

მოდის კვირეულის სტუმრები ქართველი დიზაინერებიდან იხილავენ მანანა Goglichidze-ის, Nana Stepliani-ის, Natia Partenadze-ის, Teona Tavdgiridze-ის, Ia Goniadze-ის, Luka-ს, Tatana-ს, Khatuna Jobakhidze-ის, Salome de Mod-ის (Salome Amanatashvili), N.T. Style-ისა (Natia Tkhelidze) და სხვების ბოლო კოლექციებს.

მოდის კვირეულზე საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ ასევე თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

AFW -ზე უცხოელ მონაწილეებს შორის იქნებიან ყაზახი დიზაინერები ლეონიდ ჟერებცოვი, თამარა ლამანუკაევა და ალიონა პოლიანსკაია, ფრანგი დიზაინერი Maidou (Henri Philippe) და სხვები.

ქართველმა მოდელმა Miss Tourism International-2019-ზე მთავარი პრიზი აიღო

Adjara Fashion Week 2019-ის სტუმრები ასევე იქნებიან ბუტიკი Vanity-ის დამფუძნებელი, 2007 წლიდან მილანში მცხოვრები მილა ანუფრიევა (Mila Anufrieva) და ფრანგი ბაიერი Sandy Mitteau.

გარდა ამისა, ბათუმში მოდის კვირეულს დაესწრებიან უცხოური პრესის წარმომადგენლები: Cosmopolitan Ukraine (ანასტასია ბლაგოდარნაია), Where Minsk (ინა ვასილენკო), Tengri News (დინარა მურატოვა), Forbes (ტატიანა პანჩენკო, ირინა სევოსტიანოვა).

ჩვენებების დაწვრილებითი პროგრამის გაცნობა შესაძლებელია ღონისძიების ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

ბათუმში მოდის კვირეული პირველად 2015 წელს ჩატარდა. პროექტ Adjara Fashion Week-ის მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურული ტურიზმის განვითარებას აჭარაში, გააცნოს საზოგადოებას ახალგაზრდა დიზაინერები და დააკავშიროს ერთმანეთთან მოდისა და ბიზნესის წარმომადგენლები.