სამ ჰექტარზე დატეული მეგრული ტრადიცია, ისტორია და კულტურა – „სისატურა” ჩხორიაში

ეთნოსოფელი „სისატურა" – ეთნოგრაფიული სივრცე, სადაც მეგრული კულტურა, ისტორია და ტრადიციებია გაცოცხლებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარეობს.
Sputnik

ეთნოსოფელში წარმოდგენილია მრავალი თვალსაჩინოება – საცხოვრებელი და დამხმარე შენობა-ნაგებობები, უნიკალური, ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები. თითოეული დეტალი წარსულის ანარეკლია და ამაზე ერთი თვალის შევლებით ეზოს შუაგულში მდგარი მეგრული ჯარგვალიც მიგანიშნებთ. ჯარგვლამდე მეგრული ფაცხა დგას – შკა დაჩხირით (შუაცეცხლი), ზუსტად ისე მოწნული, როგორსაც საუკუნეების წინ წნავდნენ სამეგრელოში და ის ტრადიციულად, ისლითაა გადახურული.

სამ ჰექტარზე დატეული მეგრული ტრადიცია, ისტორია და კულტურა – „სისატურა” ჩხორიაში

„სისატურა" ზუგდიდელი მარიკა თოდუას იდეაა. მისი თქმით, სამ ჰექტარზე სამეგრელოს ისტორიის დატევა არ იყო ადვილი და  რომ არა მისი მეუღლე, ოცნებას რეალობად ვერ აქცევდა.

სამ ჰექტარზე დატეული მეგრული ტრადიცია, ისტორია და კულტურა – „სისატურა” ჩხორიაში

„2012 წლიდან სასტუმროების სფეროში ვიყავი. ძალიან ბევრი სტუმარი როგორც უცხოეთიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ინტერესდებოდა სამეგრელოს ისტორიით, არქიტექტურით, წარსულით. შეიძლება ითქვას, რომ დაკვეთა სწორედ მათგან წამოვიდა. რეალურად, მართლა არ იყო ისეთი ლოკაცია, სადაც ჩვენს კულტურას ერთ სივრცეში გაეცნობოდნენ. თანდათან გონებაში ვგეგმავდი, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. შემდეგ იდეის შესახებ ქმარს ვუამბე და მოეწონა", – ამბობს „სისატურას“ დიასახლისი.

სამ ჰექტარზე დატეული მეგრული ტრადიცია, ისტორია და კულტურა – „სისატურა” ჩხორიაში

ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა თავიდან ფაცხის მოწვნით დაიწყო – ზუსტად ისე, როგორც ამას გასულ საუკუნეებში აკეთებდნენ. შემდეგ ფაცხის გვერდით პიტაფიცარა გაჩნდა, ანუ საცხოვრისი.

სამ ჰექტარზე დატეული მეგრული ტრადიცია, ისტორია და კულტურა – „სისატურა” ჩხორიაში

„მასალები სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოვიტანეთ. ბოლოს დავდგით ოდა. ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ ჩანაფიქრი ნაწილობრივ განხორციელებული იყო. ერთ ეზოში სამი ტიპის მეგრული სახლი დავდგით, საუკუნეებისა და დროის მიხედვით. შორიდან რომ ვუყურებდი, უდიდესი სიამაყე მეუფლებოდა, თუმცა მაინც რაღაც აკლდა. ამიტომ არ გავჩერდით და გავაგრძელეთ", – ამბობს მარიკა თოდუა.

სამ ჰექტარზე დატეული მეგრული ტრადიცია, ისტორია და კულტურა – „სისატურა” ჩხორიაში

შემდეგ იყო რეკრეაციული ზონა – ხელოვნური ტბა, წყლის წისქვილი, დაწნული ღობე, ანუ ყველაფერი ის, რაც წინაპრებს ჰქონდათ და რითიც სამეგრელო განთქმული იყო. სტუმრებს რომ ნატურალური პროდუქტებით გამასპინძლებოდნენ, ბოსტანიც გააკეთეს...

სამ ჰექტარზე დატეული მეგრული ტრადიცია, ისტორია და კულტურა – „სისატურა” ჩხორიაში

„სისატურას" სტუმარი არ აკლია და მათ გიდობას დიასახლისი უწევს – მოუთხრობს სამეგრელოს ისტორიას, მეგრულ ადათ-წესებს, აჩვენებს სხვადასხვა ისტორიულ საოჯახო ნივთებს და უხსნის მათ დანიშნულებას.

სამ ჰექტარზე დატეული მეგრული ტრადიცია, ისტორია და კულტურა – „სისატურა” ჩხორიაში

აქ მოსულ ვიზიტორს, გარდა საოცარი სანახაობისა, საშუალება აქვს დააგემოვნოს ტრადიციული მეგრული კერძები და მათ მომზადებაშიც მიიღოს მონაწილეობა. ამასთან ერთად ეთნოგრაფიული სოფელში სტუმრებს შეუძლიათ ნავით გაისეირნონ, ითევზაონ, ბუნებაში დაისვენონ და სხვადასხვა საქმიანობით დაკავდნენ.

სამ ჰექტარზე დატეული მეგრული ტრადიცია, ისტორია და კულტურა – „სისატურა” ჩხორიაში

მარიკა თოდუას თქმით, „სისატურა" კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იდეა ბიზნესად აქციო და თან ისეთ საქმიანობად, რომლითაც საკუთარ წვლილს შეიტან ქვეყნის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.

 

ნიკა ლატარია