ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

ტერორისტული ორგანიზაციის მეთაურის ლიკვიდაციისა და დაჯგუფების წევრების დაკავების კადრები

რუსეთის ძალოვნებმა ხუტორ გლინკის მახლობლად დაჯგუფების ხელმძღვანელის ავტომობილის გაჩერება სცადეს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ავტომატიდან ცეცხლი გახსნა
Sputnik

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა როსტოვის ოლქში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მოღვაწეობა აღკვეთა.

ძალოვნებმა ხუტორ გლინკის მახლობლად დაჯგუფების ხელმძღვანელის ავტომობილის გაჩერება სცადეს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ავტომატიდან ცეცხლი გახსნა. საპასუხო სროლისას ავტომობილში ყუმბარა აფეთქდა და ტერორისტი ადგილზე დაიღუპა.

მოგვიანებით დონის როსტოვში დაჯგუფების კიდევ ორი წევრი დააკავეს. ჩხრეკისას მათ ასაფეთქებლები, დეტონატორები და საბრძოლო მასალები აღმოუჩინეს.