ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

რუსეთში ტერორისტული დაჯგუფების მეთაური მოკლეს: სპეცოპერაციის ვიდეოკადრები

გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფება, რომელშიც რუსეთის კიდევ სამი მოქალაქე შედიოდა, პოლიციელებზე თავდასხმებსა და ტერაქტებს გეგმავდა.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა როსტოვის ოლქში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მოღვაწეობა აღკვეთა.

ძალოვნებმა ხუტორ გლინკის მახლობლად დაჯგუფების ხელმძღვანელის ავტომობილის გაჩერება სცადეს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ავტომატიდან ცეცხლი გახსნა. საპასუხო სროლისას ავტომობილში ყუმბარა აფეთქდა და ტერორისტი ადგილზე დაიღუპა.

მოგვიანებით დონის როსტოვში დაჯგუფების კიდევ ორი წევრი დააკავეს. ჩხრეკისას მათ ასაფეთქებლები, დეტონატორები და საბრძოლო მასალები აღმოუჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფება, რომელშიც რუსეთის კიდევ სამი მოქალაქე შედიოდა, პოლიციელებზე თავდასხმებსა და ტერაქტებს გეგმავდა.

აღინიშნება, რომ ეჭვმიტანილების კვალზე ძალოვანები 2018 წლის აპრილში კიდევ ერთი როსტოვული ტერორისტული დაჯგუფების ლიკვიდაციის შემდეგ გავიდნენ.

ამ დროისათვის სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლითაა აღძრული, მათ შორის, „ტერორისტული აქტის მომზადების“ მუხლით.