თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. 2018 წელს პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრად აღიარებულია ეკა ბესელია, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში დატოვა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.
დარჩა 50 – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა გრძელდება >>
კვლევა ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.
2018 წელს პლენარული სხდომების ყველაზე აქტიური მონაწილე იყო დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ზურაბ ჭიაბერაშვილი, აქტიური იყო ასევე ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.
ამასთან ყველაზე მეტი სადეპუტატო შეკითხვების ავტორი არის „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი.
ყველაზე აქტიურ კომიტეტად დასახელდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელსაც 2018 წლის დეკემბრამდე ეკა ბესელია ხელმძღვანელობდა.
ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია ანრი ოხანაშვილი (128), შემდეგ მოდის ეკა ბესელია (110) და გედევან ფოფხაძე (97). ამ ორმა უკანასკნელმა დეპუტატმა 2019 წლის თებერვალში მმართველი პარტია დატოვა. იმ დროს იურიდიულ კომიტეტს სათავეში ოხანაშვილი ჩაუდგა.
20-21 ივნისის მოვლენები: საპარლამენტო უმრავლესობამ დადგენილების პროექტი შეიმუშავა >>
არასამთავრობო ორგანიზაციამ საანგარიშო პერიოდში პოზიტიურ ტენდენციად შეაფასა დაჩქარებული წესით განხილული კანონპროექტების რაოდენობის შემცირება (180), ასევე გამარტივებული წესით - 11.
წლის ყველაზე პროგრესულ კანონპროექტად დასახელდა პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ცვლილებების განხილვას. ამიერიდან იმ დეპუტატებს, რომლებიც ერთი სესიის პერიოდში სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით გააცდენენ, მანდატს ჩამოართმევენ.
პლენარული სხდომები, რომელიც საანგარიშო პერიოდში 51 ჩატარდა, დეპუტატებმა საპატიო მიზეზით 1,9 ათასჯერ გააცდინეს, მათ შორის 1500-ჯერ - ოჯახური გარემოების გამო.
ყველაზე ხშირად პლენარულ სხდომებს საპატიო მიზეზით აცდენდნენ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატები კობა ნაყოფია (47), აზერ სულეიმანოვი (46), ნიკა მელია (45) და თინათინ ბოკუჩავა (42).
მმართველი პარტიიდან ყველაზე ხშირად აცდენდნენ სხდომებს კახაბერ ოქრიაშვილი (12), სამველ მანუკიანი (11), თეიმურაზ კოხრეიძე (11) და ელგუჯა გოცირიძე (11).
საინტერესო ფაქტია - IX მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ 16 დეპუტატს. ყველა მათგანი მმართველ პარტიას წარმოადგენს.
2018 წელს პარლამენტმა მიიღო 705 კანონპროექტი, ერთი რეზოლუცია და 2200 დადგენილება. აქედან 410 (58%) მთავრობის მიერ არის ინიცირებული.