სარფის საბაჟოზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა სარფის საბაჟოზე დაახლოებით ერთი საათის წინ აღდგა.
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა, იუწყება პირველი არხი შსს-ზე დაყრდნობით.

კილომეტრიანი საცობი სარფზე: ტრანსპორტით გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია

ტელეარხის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზი, რომელიც საბაჟოს თურქულ მხარეს წარმოიშვა, უკვე აღმოფხვრილია და მოქალაქეებს საკუთარი ტრანსპორტით საზღვრის გადაკვეთა უკვე შეუძლიათ.

საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა სარფის საბაჟოზე დაახლოებით ერთი საათის წინ აღდგა.

პრობლემა საბაჟოზე დღის პირველ ნახევარში წარმოიშვა, რის გამოც საზღვარზე ტრანსპორტით გადაადგილება შეფერხდა და ბათუმი-სარფის გზაზე ერთკილომეტრიანი საცობი შეიქმნა.