თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ერთკილომეტრიანი საცობია, იწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით სამი საათია, რაც სარფის საბაჟო გადაკეტილია და ტრანსპორტით გადაადგილება შეფერხებულია.
სარფის გამშვებ პუნქტამდე საცობი გონიო-კვარიათიდან იწყება. მძღოლები აცხადებენ, რომ საბაჟოზე არ ატარებენ და მათთან შეფერხების მიზეზად თურქულ მხარეს არსებულ პრობლემას ასახელებენ.
ამ დრისთვის სარფის საბაჟოზე გავლა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს შეუძლიათ.
ბათუმი-სარფის სატრანსპორტო მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.