თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს: ცხელი ხაზის მომსახურება შეჩერებულია

გავრცელებული ინფორმაციით, ცხელი ხაზის მომსახურება კომპანია „სილქნეთის" მიერ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო იქნება შეჩერებული.
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. დღეს თბილისის მერიის ცხელი ხაზის მომსახურება შეჩერებული იქნება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"მთავარია კომფორტი", – რას ფიქრობენ თბილისელი ტაქსისტები მერიის რეფორმებზე

გავრცელებული ინფორმაციით, ცხელი ხაზის მომსახურება კომპანია  „სილქნეთის" მიერ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო იქნება შეჩერებული.

ცხელი ხაზის ოპერატორები, მობილური ტელეფონების მეშვეობით მხოლოდ 112-ისა და საპატრულო პოლიციის ზარების მიღებას შეძლებენ.

თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შეფერხებული ზარებისთვის.