„დღევანდელი დღე მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პეტრე და პავლეს ხსენების დღეა. პეტრემ, მოციქულთა შორის პირველმა, სთქვა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი“, რისთვისაც უფლისგან უდიდესი შექება დაიმსახურა: „შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“, – ისაუბრა მამა პეტრემ.
დეკანოზის განმარტებით, წმინდა პეტრე ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე, ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი, რომელიც სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური.