პირველი რესპუბლიკის გერბსა და დროშას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი, მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ 1918 წლის 27 დეკემბერს.
Sputnik

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik.  საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშასა და გერბს (1918−1921 წწ) კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

შესაბამის ბრძანებას სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ხელი საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიმართვისა და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოაწერა.

პირველი რესპუბლიკის გერბსა და დროშას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი, მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ 1918 წლის 27 დეკემბერს.

გერბი შექმნილია საქართველოში მოღვაწე მხატვარ იოსებ შარლემანის მიერ, ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით. გერბი წარმოადგენს ქართულ (მრგვალ) ფარს, რომელიც მოთავსებულია ქართულსავე, ორნამენიტრებულ შვიდქიმიან ვარსკვლავში. ფარზე, დაბლა, გამოსახულია შავ ფერში მთა (კავკასიონი), რომელზეც თეთრი მხედარია აღმართული, შეყენებულ თეთრსავე რაშზე (წმინდა გიორგი). თუმცა მას არ აქვს ტრადიციული შარავანდედი თავზე და ის არავის ებრძვის.

გერბი რესპუბლიკის სიმბოლო იყო საქართველოს გასაბჭოებამდე, ხოლო შემდეგ საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინსიგნია ემიგრაციაში.