ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

ლუკ ბესონი განმარტავს, რატომ დაინტერესდა ჰოლივუდი რუსეთის ისტორიით

რეჟისორის თქმით, რუსეთში ბევრი ისეთი ისტორია არსებობს, რომლებზეც საინტერესო შემოქმედებითი იდეები შეიძლება განხორციელდეს.
Sputnik

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ფრანგი კინორეჟისორი ლუკ ბესონი გამოცემა РБК-Стиль-თან ინტერვიუში განმარტავს, რატომ დაინტერესდნენ ჰოლივუდის კინოკომპანიები რუსეთის თემაზე ფილმების გადაღებით.

რევოლუცია კინოში - რუსმა რეჟისორმა გადაღების ახალ ტექნიკას მიაგნო

აღსანიშნავია, რომ ივნისის ბოლოს კინოგაქირავებაში გამოვიდა ფრანგულ−ბელგიური დრამა „კურსკი“, რომლის პროდიუსერიც ლუკ ბესონია. ამასთან, ზაფხულის დასაწყისში ტელეარხმა HBO აჩვენა მინი-სერიალი „ჩერნობილი“, ხოლო 3 ივლისს კიდევ ერთი სერიალის „უკანასკნელი მეფეების“ ჩვენება შედგა Netflix-ის პლატფორმაზე.

„ეს თემა უკიდეგანო ოკეანეა... ივანე მრისხანეს, რასპუტინის, სტალინის ეპოქები, რომანოვების სიკვდილი — უამრავი კაშკაშა სახე არსებობს“, — განაცხადა რეჟისორმა.

მისი თქმით, რუსეთში ბევრი ისეთი ისტორია არსებობს, რომლებზეც საინტერესო შემოქმედებითი იდეები შეიძლება განხორციელდეს.

ლუკ ბესონი ამბობს, რომ მას აქვს „ერთი საინტერესო იდეა“, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა.