"მთავარია კომფორტი", – რას ფიქრობენ თბილისელი ტაქსისტები მერიის რეფორმებზე

თბილისელი ტაქსისტები „Sputnik–საქართველოს“ გადამღებ ჯგუფს ესაუბრნენ და გაუზიარეს, რა აზრის არიან მერიის მიერ გატარებულ რეფორმებზე
Sputnik

თბილისელი ტაქსისტები „Sputnik–საქართველოს“ გადამღებ ჯგუფს ესაუბრნენ და გაუზიარეს, რა აზრის არიან მერიის მიერ გატარებულ რეფორმებზე.

თბილისის მერის კახა კალაძის მიერ ინიცირებული რეფორმის თანახმად, ტაქსის მძღოლს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან აუცილებლად უნდა ჰქონდეს ლიცენზია და სერტიფიკატი. თავდაპირველად ინიციატივამ ტაქსისტებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც საპროტესტო აქციებიც კი მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით რეფორმების პროცესში მთელი რიგი კორექტივები შევიდა.