ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

როგორ იქცა საიმპერატორო კარის მხატვარი „ვეფხისტყაოსნის“ პირველ ილუსტრატორად

უნგრელი მეცნიერი და მთარგმნელი ბელა ვიკარი წერდა, რომ ქართული ლიტერატურული საზოგადოების წარმომადგენლებმა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამეს თხოვნით მიმართეს, გაეგზავნა საქართველოში მხატვარი, რომელიც „ვეფხისტყაოსანს“ დაასურათებდა
Sputnik

შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის" პირველი ნაბეჭდი ილუსტრირებული გამოცემა ცნობილი უნგრელი მხატვრის — მიხაი ზიჩის სახელთან არის დაკავშირებული.

1847 წელს მიხაი ზიჩი რუსეთში მიიწვიეს, რათა იმპერატორის სასახლეში ხატვა ესწავლებინა. მეფის სასახლესთან კავშირმა ზიჩი რუსეთის ოთხი უკანასკნელი იმპერატორის მხატვარი გახადა და „მისი საიმპერატორო უდიდებულესობის" მხატვრის წოდება მიიღო.