იდიოტიზმში გადასული ინტელექტუალიზმი, ანუ ქამარი თუ აჭიმები?

სამყარო უკვე ძალიან ინტეგრირებულია, ძალიანაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ რომელიმე ქვეყანამ თავისი ბედის გადაწყვეტა შეძლოს...
Sputnik

აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ლუდვიგ ერჰარდის მოსაზრებებს.

ლუდვიგ ვილჰელმ ერჰარდი (Ludwig Wilhelm Erhard, 1897-1977) გერმანელი ეკონომისტი, სახელმწიფო მოღვაწე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი (1963-1966 წწ.), ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე 1966-1967 წლებში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში სიღარიბის დაძლევა და დანგრეული ეკონომიკის აღდგენა სოციალური საბაზრო ეკონომიკის წყალობით მოხდა, რომელიც ეკონომიკის მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ლუდვიგ ერჰარდის იდეებზე დაყრდნობით შეიქმნა. მან ერთმანეთს დაუკავშირა ეკონომიკური პროდუქტიულობა და მოსახლეობის ცხოვრების დონე და ამას მთელი გერმანელი ხალხის ძალისხმევით მიაღწია.

ერჰარდმა, კონრად ადენაუერის მხარდაჭერით, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ყოფნისას (ადენაუერის მთავრობაში) განახორციელა ეკონომიკური რეფორმა, რომელსაც „გერმანული სასწაული“ ეწოდება. ამ რეფორმის წყალობით ომის შედეგად დანგრეული გერმანია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად იქცა.