„იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან ბრძოლა...“ – იღუმენია თამარ გამყრელიძე

იღუმენია სოციალურ ქსელში „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქციას ეხმაურება.
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ეკლესია უნდა იყოს ერის გამაერთიანებელი და არა გამყოფი, წერს სოციალურ ქსელში ჭყონდიდის ეპარქიის იღუმენია თამარი (გამყრელიძე).

რუსთაველის გამზირზე ორი საპროტესტო აქცია გრძელდება

იღუმენია სოციალურ ქსელში „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მხოლოდ პატრიარქის კურთხევით ჩაერთვებოდა პოლიტიკურ პროცესებში.

„ვასაძე ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მხოლოდ პატრიარქის კურთხევით ჩაერთვებოდა პოლიტიკურ პროცესებში და დღეს ვერავინ ვერ დამაჯარებს, რომ „რაინდი” საპატრიარქოს გარეშე ახდენს პროვოცირებას მოქალაქების დაპირისპირებაში! (გადაახვიეთ არქივი). „მორწმუნე მრევლო“, არა მგონია ღვთისმშობლისთვის სათნო იყოს თქვენი ლოცვა-ვედრება! იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან ბრძოლა?!“ – წერს იღუმენია.

სამღვდელოება საპროტესტო აქციაზე: პარლამენტის წინ მამაოები მივიდნენ >>>

გუშინდელი საღამოდან დღეს დილამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობდა. ერთი აქციის მონაწილეები გამოდიოდნენ ანტირუსული ლოზუნგებით და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ, ხოლო მეორე აქციაზე – ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გადახედვასა და გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვას. ისინი შეიკრიბნენ, რათა ლგბტ–საზოგადოების დამცველთა მიერ დაანონსებული მარშის ჩატარება არ დაეშვათ.