ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: „რუსთავი2“-ის ეთერის გამო მედიისადმი ნდობა შეიძლება დაიკარგოს

„რუსთავი2“-ის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს, მიაჩნიათ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში
Sputnik

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. „რუსთავი2“-ის არაეთიკური განცხადებები სხვა მედიასაშუალებებისთვის ზიანის მომტანია და მათდამი ნდობას ამცირებს, ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ გამოშვება დაიწყო ეკრანზე სათანადო წარწერით და წამყვანის შესავალი სიტყვით, რომელიც წუთნახევრის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფას აყენებდა.

საგარეო უწყება: „რუსთავი2“-ის პროვოკაცია ქართულ-რუსული ურთიერთობების გართულებას ემსახურება

„ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" გადაცემა „პოსტსკრიპტუმის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს  გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ „რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას,  აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა „მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში“. განცხადების ავტორების თქმით, „რუსთავი2“-თან დაკავშირებულმა სიტუაციამ, შესაძლოა, მედიის თავისუფლების შეზღუდვა გამოიწვიოს. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: „რუსთავი2“-ის ეთერის გამო მედიისადმი ნდობა შეიძლება დაიკარგოს

„გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებებს და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ“, - აცხადებენ ქარტიაში.

სალომე ზურაბიშვილი: რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია >>

„რუსთავი2“-ის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ წამყვანის მხრიდან ადგილი ჰქონდა „თვითგამოხატვას“, თუმცა აღიარებს „წითელი ხაზის“ დარღვევას.

„ეს წესები მეც არაერთხელ დამირღვევია, თუმცა ამ დარღვევასაც თავისი ფორმა აქვს, წითელი ხაზები და ასევე საჭიროებს გემოვნებასა და ზომიერებას... არხი კატეგორიულად არ იზიარებს გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას. მიიჩნევს, რომ ეს არ შეესაბამება არც არხის ედიტორიალს და არც არხის ძალიან მაღალ სტანდარტს“, - განაცხადა ტელეარხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ.