რუისთან მომხდარი ტრაგედიის დეტალები: საბარგულში ორი ადამიანი იმყოფებოდა

აღმოჩნდა, რომ Mersedes A Class-ის გადავსებულ სალონში ორი მგზავრი საბარგულში იჯდა
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. რუისთან ავარიისას დაღუპულ სომხეთის მოქალაქეებს შორის ორი არასრულწლოვანია - 7 და 15 წლის, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

აღნიშნულია, რომ მესამე დაღუპული 42 წლის მამაკაცია. საავადმყოფოში გადაყვანილია ასევე სამი მოზარდი, ორი -13 წლის და ერთი - 15 წლის.

ტრაგედია რუისთან: როგორია დაშავებულების მდგომარეობა

წინასწარი მონაცემებით, ხუთიდან სამი დაშავებული ქარელის კლინიკაშია გადაყვანილი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი ადამიანი - თბილისის საავადმყოფოში.

მოგვიანებით თბილისში კიდევ ორი მოქალაქე გადაიყვანეს.

დამატებით დეტალებზე საუბრობს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი. მისი თქმით, Mersedes A Class-ის ავტომობილით დაშვებული 5-ის ნაცვლად 8 ადამიანი მგზავრობდა. მეტიც, წინასწარი მონაცემებით, ორი მათგანი საბარგულში იჯდა.

ისინი გვიან ღამით გადაადგილდებოდნენ, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და ავტომობილი ბეტონის მოაჯირს შეეჯახა.

ადრე ტოროსიანმა განაცხადა, რომ საქართველოში მისი მოადგილე გაემგზავრა.