თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ნიდერლანდების დედაქალაქი ამსტერდამი უარს ამბობს სასიმღერო კონკურს „ევროვიზია 2020-ის“ ჩატარებაზე. ამის თაობაზე ნათქვამია ქალაქის მერის, ფემკე ჰალსემის ღია წერილში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.
თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ კონკურსი დახურულ არენა Ziggo Dome-ზე გაიმართებოდა, თუმცა იქ მანამდე დაგეგმილი ღონისძიების გადატანა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. მცდელობა, მოეძებნათ სხვა ადგილი კონკურსის ჩასატარებლად, ასევე მარცხით დასრულდა.
„ვაცნობიერებთ, რომ ეს სერიოზულად დაამწუხრებს ქალაქის ბევრ მცხოვრებს“, — ნათქვამია მერის განცხადებაში.
ახლა კონკურსის ჩატარების უფლებისთვის იბრძვიან ნიდერლანდების ქალაქები: როტერდამი, უტრეხტი, ჰერტოგენბოსი, არნემი და მაასტრიხტი. ჰააგამ და ბრედამ უარი თქვეს, ჩაბმულიყვნენ „ევროვიზიის“ ჩატარებისთვის ბრძოლაში.
თუ რომელი ქალაქი შეირჩევა საბოლოოდ კონკურსისთვის, ეს აგვისტოს ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი.