მსახიობი ვახო კანდელაკი გარდაცვლილ გიორგი გოგიჩაიშვილთან ბოლო შეხვედრას იხსენებს. სოციალურ ქსელში გამოქვენებულ სტატუსში კალანდაძე წერს, რომ „გოგიჩა“ ბოლოს „პირველი არხის“ ეზოში ნახა, ნაწყენი იყო და ძალიან გაბრაზებული, რადგან გადაცემა ისე დაუხურეს, არც გააფრთხილეს და ეს მოულოდნელად, პირდაპირ ჩაწერაზე გაიგო.
კანდელაკის თქმით, მასაც იგივე პრობლემა ჰქონდა და „გოგიჩას“ შესთავაზა, სასამართლოსთვის მიემართათ.
„ორი საათის მერე დამირეკა და მეუბნება – ვახსტანგი (ასე მეძახდა გოგიჩა) ბიჭო, რაღაც მაგრად მერიდება სასამართლოში გასაჩივრება, რას იტყვის ხალხიო! ახლა ხალხი გამოჭენდება ჩემო ძმობილო ამ სივრცეში და დაიწყებს მიწერ მოწერას თუ რა მაგარი ადამიანი იყავი და რა ნიჭიერი! ისინიც დაწერენ უეჭველი თავი რომ გაიმართლონ შენ რომ გული გატკინეს“, – წერს მსახიობი.
ცნობილი ტელეწამყვანის გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.