თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ცოცხლად დამარხვას გადაურჩა ქალაქ ლაკჰნაუში ინდოეთის მცხოვრები ფურკან მუჰამედი, იუწყება საინფორმაციო პორტალი NDTV.
როდესაც ღმერთს უყვარხარ: თბილისში მე-14 სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა გადარჩა >>
დაზარალებულის ძმის, ირფან მოჰამადის თქმით, ოჯახმა ავარიისას დაშავებული ფურკანის სამი დღის მკურნალობისთვის 700 ათასი რუპია (დაახლოებით 10 ათასი დოლარი) გადაიხადა.
„როგორც კი განვაცხადეთ, რომ ფული აღარ გვაქვს, გარდაცვლილად გამოაცხადეს“, - აცხადებს მოჰამადი.
ოჯახმა დაკრძალვა მოაწყო, თუმცა დასაფლავების ცერემონიის დროს ზოგიერთმა შენიშნა, რომ „მიცვალებული“ კიდურებს ამოძრავებდა.
ის მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა დაადასტურეს, რომ ის ცოცხალია. მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს.
„პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, მაგრამ ნამდვილად არ გარდაცვლილა. მას ესინჯება პულსი, არტერიული წნევა, უმუშავებს რეფლექსები“, - განაცხადა მკურნალმა ექიმმა.
აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.