სამშენებლო აფერა თბილისში – კომპანია „სვეტის" დამფუძნებელს პატიმრობა შეეფარდა

დეველოპერული კომპანია „სვეტის" დამფუძნებელს რვა წლით, დირექტორს კი ექვსი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა.
Sputnik

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დეველოპერული კომპანია „სვეტის" დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და დირექტორი თორნიკე ჯანელიძე მენაშენეთა 3,3 მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისებაში დამნაშავედ ცნო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამშენებლო კომპანია „სვეტის" დირექტორი დააკავეს

სასამართლომ ჯიბლაძეს რვა წლით, ჯანელიძეს კი ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ჯაიბლაძე და ჯანელძე 2018 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს. ამას წინ უძღოდა 2018 წლის მაისში მენაშენეთა მხრიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვა. მენაშენეების განცხადებით, მათ კომპანია „სვეტს" თანხები თბილისის ცენტრში ბინების მშენებლობისთვის გადასცეს, თუმცა კომპანიას ვალდებულება არ შეუსრულებია.

დაკავების შემდეგ ჯიბლაძემ განაცხადა, რომ მისი კომპანია დაზარალებულებს თანხას უბრუნებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მის ქონებას ყადაღა დაადეს, თანხის გადახდა შეჩერდა.

მენაშენეებმა თანხის დაბრუნების ან ბინების გადაცემის მოთხოვნით საპროტესტო აქციები არაერთხელ გამართეს.