არსებობს სტერეოტიპი, თითქოს ფეხბურთელებს მხოლოდ ქერა და მოდელის აღნაგობის ქალბატონები მოსწონთ. ერთად გავარკვიოთ, ვის ირჩევენ ქართველი წარმატებული ფეხბურთელები, ან როგორ გამოიყურებიან მათი ცხოვრების მეგზურები.
„Sputnik-საქართველო“ წარმოგიდგენთ ქართველ ფეხბურთელებსა და მათ ცოლებს. 5 გამორჩეული ლამაზმანი – შეყვარებულები თუ ცოლ-ქმარი? ვინ შთააგონებთ მათ ყოველი თამაშის წინ?
ალბათ საქართველოში არ არსებობს დიდი თუ პატარა, ვისაც ერთხელ მაინც არ სმენია ამ გამორჩეული მცველის სახელი და გვარი. დიახ, 31 წლის გურამ კაშია და მისი მეუღლე თამთა გიგაშვილი ამ ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებენ. 9 წელია, რაც დაოჯახდნენ და ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. სრულიად შემთხვევით, 22 წლის ასაკში დაახლოვდნენ და სიყვარულისა და ბანალური სიტყვების გარეშე ერთ წელიწადში ოჯახი გააზრებულად შექმნეს.