მუსიკა და სავსე მთვარე – მაღალმთიან თუშეთში უჩვეულო ფესტივალი გაიმართება

მუსიკის, ხელოვნების, სპორტისა და ფოლკლორის მოყვარულებმა მთას უნდა მიაშურონ.
Sputnik

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ყოველწლიური ფესტივალი AqTushetii: Fool Moon („აქთუშეთიი: სავსე მთვარე“) თუშეთის სოფელ ომალოში 12-18 აგვისტოს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალი ერთ მოედანზე თავს მოუყრის მუსიკას, ფერწერას, ხალხურ შემოქმედებას და სპორტულ ღონისძიებებს, ასევე სხვადასხვა თემატურ ლექციებს, პრეზენტაციებს და მასტერ-კლასებს.

თბილისში სიცილის ფესტივალი გაიმართება

ფესტივალის ორგანიზატორები ყოველწლიურად ცდილობენ ღონისძიებას ორიგინალობა შესძინონ: თუ გასულ წელს AqTushetii-ს სტუმრები აკვირდებოდნენ ნამდვილ მეტეორიტულ წვიმას, წელს სავსემთვარეობის მოწმენი გახდებიან.

ფესტივალის საგანმანათლებლო ნაწილში მსმენელს ელოდება საჯარო ლექციები ისეთ თემებზე, როგორიცაა კიბერბულინგი, ცხენოსნობა, არქიტექტურა, ეკოლოგია, ქართული ეროვნული სამზარეულო და სხვ.

მთელი კვირის განმავლობაში ფესტივალის სტუმრები დაათვალიერებენ კერამიკის, ფირის ფოტოგრაფიის და თუშური ფარდაგების გამოფენებს.

ხელოვნების ფესტივალი-ბაზრობა „არგანი" ბათუმში აგვისტოში გაიმართება >>

მუსიკალურ პროგრამაშია - ქართველი და უცხოელი მუსიკოსების და ჯგუფების გამოსვლა: პატე კარხილაური, Kordz, ზურა რამიშვილის ტრიო, Aine Merme, One Hour Session, Hulement, თემო ნათობიძე, ბენ უილერი, ანუშკა ჩხეიძე, Creams, Krot, VAZHMARR, NUM, DJ Shnippers და DJ Shprot.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.