ყაზბეგში ისრაელის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ყოფილი სამხედროა, რომელიც საქართველოში გიდად მუშაობდა.
Sputnik

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გერგეტთან ისრაელის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მეტეხის ხიდთან დაშავებული ტურისტი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ყოფილი სამხედროა, რომელიც საქართველოში გიდად მუშაობდა. ის ხევში გადავარდა. ცხედარს ისრაელში ხვალ გადაასვენებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სამძებრო სამუშაო 1 ივლისს ჩაატარეს „112“-ში შესული შეტყობინების საფუძველზე.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.