თბილისში სიცილის ფესტივალი გაიმართება

სიცილის იოგის სპეციალისტი მაგნო შავდია მთაწმინდის პარკში ყველას მხიარულ განწყობაზე დააყენებს.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. თბილისის მთაწმინდის პარკი 13 ივლისს უკვე ტრადიციულ და ყოველწლიურ სიცილის ფესტივალს უმასპინძლებს, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ტკბილი და ცივი": მთაწმინდაზე 14 ივლისს ნაყინის ფესტივალი გელოდებათ

ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია „ნატახტარია“. მთაწმინდის პარკში ღონისძიება უკვე მეორედ ტარდება.

ფესტივალის წამყვანი სიცილის იოგის სპეციალისტი (Laughter yoga) მაგნო შავდია იქნება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პარკის მთავარ მოედანზე უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის საპნის ბუშტების შოუ, აეწყობა გიგანტური ფაზლი, მონაწილეები გადაიღებენ 3D გიფებს, პოლაროიდის ფოტოებს, ანიმატორებთან ერთად შეასრულებენ  სიმღერებს კარაოკეზე.

და, რაც მთავარია, ჩაიტარებენ სიცილის თერაპიას.