თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. 14 მეზღვაური დაიღუპა ხანძრის შედეგად, რომელიც რუსულ სამეცნიერო-კვლევით წყალქვეშა აპარატზე გაჩნდა, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ინციდენტი გუშინ რუსულ ტერიტორიულ წყლებში მოხდა. აპარატი მსოფლიო ოკეანეს ფსკერს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ინტერესებში იკვლევდა. ხანძარი აზომვითი სამუშაოების დროს მოხდა.
ადამიანები წვის პროდუქტებით მოწამვლის შედეგად დაიღუპნენ. უწყებაში აღნიშნეს, რომ ცეცხლის ლიკვიდაცია ეკიპაჟის გაბედული მოქმედების შედეგად მოხერხდა.
ამჟამად აპარატი სევერომორსკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე იმყოფება. ტრაგედიის გამოძიებას რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდალი აკონტროლებს.