კარასინი: რუსეთი იბრძოლებს საქართველოსთან აქტიური ურთიერთობებისთვის

გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ რუსეთი იბრძოლებს საქართველოსთან აქტიური ურთიერთობებისთვის და რომ რუსული მხარე ქართული მხარისგან ქვეყანაში ვითარების ნორმალიზებასა და რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტას ელოდება.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების შესახებ ჟენევის დისკუსიებში რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, იმსჯელონ ორმხრივ ურთიერთობებზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. 

კარასინი: რუსეთი მზად იყო, საქართველოსთვის ვიზები გაეუქმებინა

ჟენევაში მორიგი შეხვედრა 2-3 ივლისს იმართება.

„ჟენევის შეხვედრები სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში კონკრეტულად აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ურთიერთობებს ეძღვნება. მასზე არ იქნება განხილული, თუ რა მდგომარეობაა საქართველოსა და რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებეში. მაგრამ ვინაიდან ღონისძიებაზე საქართველოს წარმომადგენლები იქნებიან, ჩვენ აუცილებლად დავუთმობთ ამ თემას რაღაც დროს“, – განაცხადა კარასინმა გაზეთ Коммерсант-თან ინტერვიუში.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთი იბრძოლებს საქართველოსთან აქტიური ურთიერთობებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ რუსული მხარე ქართული მხარისგან ქვეყანაში ვითარების ნორმალიზებასა და რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტას ელოდება.

ზურაბ აბაშიძე: მიღწეული პოზიტივი უნდა შენარჩუნდეს

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა. თუმცა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.